воскресенье, 26 марта 2017 г.

პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

დღე მეცხრე

ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა, ჩვენი ტრენერის დაუღალავი შრომით ბევრი სასარგებლო, ხარისხიანი და მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე, რისთვისაც მადლობელი ვარ.

დღე მერვე

ჩვენი ტრენინგი ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა, დღეს ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. მიხარია, რომ ბევრი კარგი რამ გავიგე. ვისწავლეთ ფაილების მიმაგრება დრაივში. pover point-ში გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო.

დღე მეშვიდე

დღეს ტრენინგის მეშვიდე დღეა, საინტერესო და შრომატევადი, განვიხილეთ შეფასების სქემები, ვიმსჯელეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებზე. მიხარია, რომ ყოველი ახალი ტრენინგი ნაყოფიერი და სიახლის მომცემია.

დღე მეექვსე

დღეს ტრენინგის მეექვსე დღეა. ვისაუბრეთ შეფასების მნიშვნელობაზე, განვიხილეთ შეფასების სქემები. ტრენერმა დავალებად მოგვცა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესრულება.

დღე მეხუთე

დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა. ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე და საკვანძო კითხვებზე, ასევე ვისწავლეთ მისამართების მოძიება და გადმოწერა. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო.

воскресенье, 5 марта 2017 г.

დღე მესამე

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. პრეზენტაციების შაბლონში  ჩავწერეთ კითხვები და სტანდარტები,  ვისწავლეთ სლაიდშოუს გადმოწერა.